Friday, July 11, 2014

სასწავლო პროექტი

1. პროექტის  სახელწოდება:   მოძრაობის ტრაექტორია,  გავლილი მანძილი და გადაადგილება.



     2.პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება. ტრაექტორიას, გავლილ მანძილსა და გადაადგილებას შორის კავშირის დადბენა.

     3.პროექტის აქტუალობა : პროექტი მნიშვნელოვანია,რადგან ხელს უწყობს კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

     4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ აღნიშნულ ფიზიკურ სიდიდეებს  შორის  მონახონ საერთო და განმასხვავებელი მახასიატებელი.

     5. მოსწავლეთა ასაკი :  14 წელი.

     6. ვადებიხანგრზლივობა:  5  დღე.

     7. მოსალოდნელი შედეგები/ პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ -ჩვევებს, სწავლობენ ჯგუფურ მუშაობას, გამოიმუშავებენ კომუნიკაციის უნარს.

     8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო , ძაფზე დაკიდებული ბურთულა , ფანქარი, ფურცელი,სახაზავი,პულტით სამართავი მანქანა, ზამბარაზე  დაკიდებული სხეული.

     9. პროექტის მსვლელობა:(  ძირითადი აქტივობები) .

 სამუშაო ჯგუფის  დაკომპლექტება. მოვალეობების გადანაწილება ჯგუფისწევრებს შორის პროექტის  გეგმის მიხედვით.

     I .ჯგუფი მუშაობს საჭირო რესურსების მოძებნაზე.

     II . ჯგუფი მუშაობს პროექტის  იდეის განსაზღვრაზე.

     III.ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ სურათებს და მოამზადებს პრეზენტაციას.

კრიტერიუმები
  დაბალი
  საშუალო
 მაღალი
ჯგუფური მუშაობა.
არ ერთვება მუშაობაში .
ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, მაგრამ უჭირს საკუთარი ნამუშევრის არგუმენტირებულად  დასაბუთება.
აქტიურადაა ჩართული , ასაბუთებს და არგუმენტირებულად  მსჯელობს.
პრეზენტაცია.
ვერ ახერხებს პრეზენტაციას.
აკეთებს პრეზენტაციას ,მაგრამ სრულად ვერ იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას.
აკეთებს პრეზენტაციას დამაჯერებლად და საინტერესოდ.

10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:
     პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის  იმ სტანდარტებს , რომლის მიხედვითაც  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ განსაზღვრონ  პროექტის მიზანი, ერთმანეთთან დააკავშირონ ტრაექტორია, გავლილი მანძილი და გადაადგილება. მონახონ მათ შორის საერთო და განმასხვავებელი. გააკეთონ დასკვნები.

     11. პროექტის ხელმძღვანელი: ზაირა რობაქიძე.

      12.ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:zairarobaqidze08@gmail.com