1.
პროექტის სახელწოდება: მოძრაობის ტრაექტორია, გავლილი მანძილი და გადაადგილება.
2.პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება. ტრაექტორიას, გავლილ მანძილსა და გადაადგილებას შორის კავშირის დადბენა.
3.პროექტის აქტუალობა : პროექტი მნიშვნელოვანია,რადგან ხელს უწყობს კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ აღნიშნულ ფიზიკურ სიდიდეებს შორის მონახონ საერთო და განმასხვავებელი მახასიატებელი.
5. მოსწავლეთა ასაკი : 14
წელი.
6. ვადები/ ხანგრზლივობა: 5 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ -ჩვევებს, სწავლობენ ჯგუფურ მუშაობას, გამოიმუშავებენ კომუნიკაციის უნარს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო , ძაფზე დაკიდებული ბურთულა , ფანქარი, ფურცელი,სახაზავი,პულტით სამართავი მანქანა, ზამბარაზე დაკიდებული სხეული.
9. პროექტის მსვლელობა:( ძირითადი აქტივობები) .
სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება. მოვალეობების გადანაწილება ჯგუფისწევრებს შორის პროექტის გეგმის მიხედვით.
I .ჯგუფი მუშაობს საჭირო რესურსების მოძებნაზე.
II . ჯგუფი მუშაობს პროექტის იდეის განსაზღვრაზე.
III.ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ სურათებს და მოამზადებს პრეზენტაციას.
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ჯგუფური მუშაობა.
|
არ ერთვება მუშაობაში .
|
ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, მაგრამ უჭირს საკუთარი ნამუშევრის არგუმენტირებულად დასაბუთება.
|
აქტიურადაა ჩართული , ასაბუთებს
და არგუმენტირებულად მსჯელობს.
|
პრეზენტაცია.
|
ვერ ახერხებს პრეზენტაციას.
|
აკეთებს პრეზენტაციას ,მაგრამ სრულად ვერ იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას.
|
აკეთებს პრეზენტაციას დამაჯერებლად და საინტერესოდ.
|
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის იმ სტანდარტებს , რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა უნდა შეძლონ განსაზღვრონ პროექტის მიზანი, ერთმანეთთან დააკავშირონ ტრაექტორია, გავლილი მანძილი და გადაადგილება. მონახონ მათ შორის საერთო და განმასხვავებელი. გააკეთონ დასკვნები.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ზაირა რობაქიძე.
12.ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:zairarobaqidze08@gmail.com
No comments:
Post a Comment